19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა დილა დაამარცხა
19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა დილა დაამარცხა
საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, გორის დილა დაამარცხა. 8 მაისს, გორში გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 3:1 მოიგეს.
ანგარიში 43-ე წუთზე, სანდრო ანდრონიკაშვილმა გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ლაშა ნანობაშვილმა გორელებს მეორე გოლი გაუტანა.
62-ე წუთზე, ლოკომოტივის კაპიტანმა, თორნიკე მუზაშვილმა მასპინძელთა კარი მესამედ აიღო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო ანგარიში, 77-ე წუთზე, ვალერი დოლიძემ დააფიქსირა.
11 ტურის შემდეგ, მინაშვილის გუნდი 28 ქულით, მეორე პოზიციაზეა. ლოკომოტივი მომდევნო ტურში ვიტ-ჯორჯიას დაუპირისპირდება. მატჩი 11 მაისს გაიმართება.
ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი, ძებნიაური (ლურსმანაშვილი 55), ნანობაშვილი, გობრონიძე, ქიმერიძე (ობოლაძე 59), მუზაშვილი (წულეისკირი 69), გაბუნია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: თემურ დადაჰავა (ოჩამჩირე)