19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა საბურთალოს 5:1 მოუგო
19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა საბურთალოს 5:1 მოუგო
საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა საბურთალო დაამარცხა. 27 აპრილს, ბენდელას სტადიონზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 5:1 მოიგეს.
ანგარიში მე-10 წუთზე, აკაკი ქიმერიძემ გახსნა. ლოკომოტივის ათიანმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად. 24-ე წუთზე მასპინძლებს წონასწორობის აღდგენა შეეძლოთ.
მატჩის არბიტრმა, ლოკომოტივის კარში 11 მეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი გიორგი ქოჩორაშვილმა შეასრულა, მაგრამ ლოკომოტივის მეკარე ლაშა გურგენიძემ აჯობა და ბურთი მოიგერია.
55-ე წუთზე, ლაშა ოზბეთელაშვილმა საბურთალოს მეორე გოლი გაუტანა. 76-ე წუთზე ქიმერიძემ ულამაზესი დარტყმით კიდევ ერთხელ აიღო საბურთალოს კარი და დუბლის ავტორი გახდა.
ქიმერიძის გოლიდან რამდენიმე წუთში, მატჩის არბიტრმა მოედნიდან ლოკომოტივის მცველი გიორგი ცერცვაძე გააძევა. მიუხედავად ამისა, ლოკომოტივმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო.
85-ე წუთზე, გოლი შეცვლაზე შესული ფეხბურთელების კომბინაციის შემდეგ გავიდა. ირაკლი ბუღრიძე, გიორგი წულეისკირს გაატანინა.
საბურთალომ ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე გაიტანა. თავი ნიკა ტოლიკიშვილმა გამოიჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე, საბურთალოს კარში პენალტი დაინიშნა.
თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ლოკომოტივის კაპიტანმა სანდრო ანდრონიკაშვილმა შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მინაშვილის გუნდს, 10 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 6 მაისს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი (კაპ), ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, ძებნიაური, შეწირული, გაბუნია (ბუღრიძე 43), გრძელიძე (წულეისკირი 61), ქიმერიძე, ოზბეთელაშვილი (გელაშვილი 74)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: პაპუნა მაჭარაძე (ხონი)