19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ მერანი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ მერანი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა
07/11/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ მერანი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა მარტვილის მერანი დაამარცხა. 7 ნოემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 2-0 მოიგო.

ანგარიში 27-ე წუთზე რევაზ ინჯგიამ გახსნა. 56-ე წუთზე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მერანს მეორე გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

14 ტურის შემდეგ, ლოკოს აკადემიის გუნდი 40 ქულით პირველ ადგილზეა.

ლოკომოტივი: ლომიძე, სირაძე, ბუიღლიშვილი, ანდრონიკაშვილი, შეწირული, ჯანაშია (კაპ), ოქროპირიძე, ინჯგია (იაკობიძე 61), გრძელიძე (გოგობერიშვილი 85), შეყილაძე (გოლუბიანი 81), ოზბეთელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)

more news