19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომოტივმა ცხინვალი დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომოტივმა ცხინვალი დაამარცხა
28/08/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომოტივმა ცხინვალი დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-4 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ცხინვალი დაამარცხა. 27 აგვისტოს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 4-1 მოიგო.

მე-11 და მე-18 წუთებზე, ცხინვალს დუბლი ლაშა ოზბეთელაშვილმა შეუსრულა. მე-19 წუთზე ცხინვალმა ერთი ბურთი გაქვითა. თავი გიორგი ნაფიშვილმა გამოიჩინა.

28-ე წუთზე ივანე ოქროპირიძემ მესამე გოლი გაიტანა. მატჩის საბოლოო შედეგი 34-ე წუთზე შოთა შეყილაძემ დააფიქსირა.

4 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 12 ქულით პირველ ადგილზეა.

ლოკომოტივი: ლომიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური (სირაძე 46), ჯინჭარაძე, ჯავახიშვილი (ქაჯაია 46), შეწირული, ოქროპირიძე, შეყილაძე, ოზბეთელაშვილი (იაკობიძე 56), გრძელიძე, ინჯგია

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: მანუჩა კიკორია

more news