ლოკო 2-ის მნიშვნელოვანი გამარჯვება - ჩვენმა გუნდმა თბილისის მერანი 2 დაამარცხა

ლოკო 2-ის მნიშვნელოვანი გამარჯვება - ჩვენმა გუნდმა თბილისის მერანი 2 დაამარცხა
21/11/2023

ლოკო 2-ის მნიშვნელოვანი გამარჯვება - ჩვენმა გუნდმა თბილისის მერანი 2 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივი 2-მა ეროვნულ ლიგა 3-ში 28-ე ტურის შეხვედრა თბილისის მერანი 2-თან ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.

 

დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე გამართული დაპირისპირება ლოკო 2-ის უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

 

მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე ლოკო 2-ის დაწინაურება ბონიმ მოახერხა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე საბა ონიანმა დააფიქსირა - 2:0.

 

28 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 3-ში ლოკო 2-ს 32 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ნოემბერს სტუმრად მაჭახელასთან ჩაატარებს.

more news