ლოკომოტივი 2-მა საქართველოს თასი მოგებით დაიწყო

ლოკომოტივი 2-მა საქართველოს თასი მოგებით დაიწყო
06/03/2017

ლოკომოტივი 2-მა საქართველოს თასი მოგებით დაიწყო

6 მარტს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში, ლოკომოტივი 2-მა რუსთავი 2 დაამარცხა. ფოლადის სტადიონზე, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა მეტქოეს 3:1 მოუგეს.

 

ანგარიში 21-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. 23 წუთზე ქიმერიძემ წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის ბოლოს მინაშვილის ფეხბურთელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. 37-ე წუთზე გოლი წულეისკირმა გაიტანა, მატჩის საბოლოო შედეგი კი 41-ე წუთზე მუზაშვილმა დააფიქსირა.

ლოკომოტივი 2: შეროზია, ფიფია, ძებნიაური, ქიმერიძე (ჯაფარიძე 60), ქებაძე, ანდრონიკაშვილი, ჭურღულაშვილი (ობოლაძე 78), ვარძელაშვილი, მუზაშვილი, ბურღიძე (ოზბეთელაშვილი 53), წულეისკირი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

more news