ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა, სტუმრად, ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა, სტუმრად, ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდმა, ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. 11 მაისს, მცხეთა პარკზე გამართული დაპირისპირება, ლოკომოტივის ფეხბურთელებმა 3:1 მოიგეს.
ანგარიში მე-6 წუთზე, ლოკომოტივის კაპიტანმა, თორნიკე მუზაშვილმა გახსნა. მე-20 წუთზე, გიორგი წულეისკირმა მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა.
პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ლაშა მაზანაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე, ვიტ-ჯორჯიას მცველმა, ბექა მაისურაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
12 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი 31 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს, გიორგი მინაშვილის გუნდი 15 მაისს, ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი (მაღრაძე 46), ძებნიაური, ნანობაშვილი, მუზაშვილი (შეწირული 68), ქიმერიძე, ბუღრიძე, წულეისკირი (ხარძიანი 64)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)