რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა, სტუმრად ვოიაჟი დაამარცხა
რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა, სტუმრად ვოიაჟი დაამარცხა
საქართველოს რეგიონული ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა ვოიაჟი დაამარცხა. 9 მაისს, თბილისში გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის გუნდმა 3:2 მოიგო.
ანგარიში მე-17 წუთზე კონსტანტინე ციკალანოვმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. ლოკომოტივმა გათანაბრება 28-ე წუთზე შეძლო, გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა. 68-ე წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ, თავი ნიკოლოზ ანთიძემ გამოიჩინა.
83-ე და 85-ე წუთებზე, მინაშვილის გუნდმა ორი გოლის გატანა მოახერხა. პირველ მომენტში გიორგი წულეისკირმა გაიტანა, მატჩის საბოლოო შედეგი კი გოგა ლურსმანაშვილმა დააფიქსირა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.
8 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 2, რეგიონული ლიგის გ ჯგუფში, 22 ქულით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, მინაშვილის გუნდი 17 მაისს, აბულის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი 2: შეროზია, გელაშვილი, ჭურღულაშვილი, ფიფია (ცერცვაძე 24), ქებაძე, ლურსმანაშვილი, ობოლაძე (ანდრონიკაშვილი 41), წულეისკირი, ვარძელაშვილი, ბუღრიძე, ოზბეთელაშვილი (მუზაშვილი 50)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: დავით ფიფია (გალი)