ლუკა ვარძელაშვილი და დავით კიკალიშვილი 20 წლამდე ნაკრებში
25/08/2017
ლუკა ვარძელაშვილი და დავით კიკალიშვილი 20 წლამდე ნაკრებში
თბილისის ლოკომოტივი 2-ის კაპიტანი ლუკა ვარძელაშვილი და დავით კიკალიშვილი, საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში არიან მიწვეულნი.
ჩვენი აკადემიის ფეხბურთელები, ნაკრებთან ერთად, შეკრებას 30 აგვისტოდან, 2 სექტემბერის ჩათვლით თბილისში გაივლიან.
ვასილ მაისურაძის გუნდი, 3 სექტემბერს, დედაქალაქში ერთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს, ერთ-ერთ კლუბთან.
აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძე, რომელიც თბილისის ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდს წვრთნის, პარალელურად საქართველოს 20 წლამდე ნაკრებშიც იმუშავებს.
აქამდე, მაისურაძე საქართველოს 18 წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა.