ოქროს ლიგა 2019 დასრულდა
ოქროს ლიგა 2019 დასრულდა
დასრულდა ასაკობრივი ოქროს ლიგების ჩემპიონატები. „ლოკომოტივის“ ასაკობრივ გუნდებს შორის, საუკეთესო შედეგი 19-წლამდელებმა აჩვენეს, რომლებიც თავისი ასაკობრივი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. არადა, სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილ გუნდს, ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა, 19-წლამდელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში „დინამო“ თბილისის დამარცხება ვერ შეძლეს.
საბოლოო ჯამში, 19-წლამდელებმა 34 ქულა დააგროვეს და 2 ქულით ჩამორჩნენ ახალ ჩემპიონს. განვლილ სეზონში, ჩვენმა გუნდმა 10 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაამთავრა და 1 წააგო. სწორედ, ეს მარცხი გახდა გადამწყვეტი საჩემპიონო რბოლაში.
19-წლამდელების მსგავსად, 34 ქულა დააგროვეს ლოკოს 17-წლამდელებმაც, თუმცა, ასაკობრივ ოქროს ლიგაში საპრიზო სამეულში შესვლა ვერ შეძლეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს.
29 ქულით, ჩემპიონატის მეოთხე ადგილზე გავიდა „ლოკომოტივის“ 15-წლამდელთა გუნდიც.