ოქროს ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე - ჩვენი შანსები, პროგნოზები, ვარაუდები

ოქროს ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე - ჩვენი შანსები, პროგნოზები, ვარაუდები
08/11/2019

ოქროს ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე - ჩვენი შანსები, პროგნოზები, ვარაუდები

გადამწყვეტ ფაზაშია ასაკობრივი ოქროს ლიგების ჩემპიონატები. დარჩენილ მატჩებში, სერიოზული ბრძოლების გადატანა მოუწევს „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდს, რომელიც 12 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზეა და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს - „დინამო“ თბილისს 3 ქულით ჩამორჩება.

 

ჩემპიონატის ლიდერთან სტუმრად განცდილი მარცხის შემდეგ, ჩვენმა 19-წლამდელებმა ზედიზედ ორი მატჩი მოუგეს ბათუმის „დინამოს“. თუმცა, ბოლო ტურში, ქუთაისის „ტორპედოსთან“, მოულოდნელად, საჭირო ქულები დაკარგეს. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა, რამაც სულიკო დავითაშვილის გუნდის მდგომარეობა გაართულა. ნებისმიერ შემთხვევაში, ლოკომოტიველებს ყველა დარჩენილი მატჩის მოგება სჭირდებათ - გორის „დილასთან“, სტუმრად „საბურთალოსთან“ და სეზონის გადამწყვეტ მატჩში „დინამო“ თბილისთან, რომელიც საგურამოში გაიმართება და „ლოკომოტივს“ უშუალო კონკურენტთან დიდი სხვაობით მოგება სჭირდება, რომ ტიტული დაიცვას და 2019 წელიც ტრიუმფით დაასრულოს.

 

რაც შეეხებათ 17-წლამდელებს, ჩვენმა გუნდმა ოქროს ლიგის ბოლო 2 მატჩი წააგო; ჯერ „საბურთალოსთან“, შემდეგ კი, „დინამო“ თბილისთან. გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და „დინამო“ თბილისთან 6-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. დარჩენილ ტურებში, 17-წლამდელები „დინამო“ თბილისი 2-სა და „ავაზას“ ესტუმრებიან, „დინამო“ ბათუმს უმასპიძლებენ, და „სალხინოსაც“ საკუთარ მოედანზე მიიღებენ.  

 

15-წლამდელებმა ბოლო ტურის მატჩი „დინამო“ თბილისთან 2:4 დათმეს. ჯანო კენჭიაშვილის გაწვრთნილი გუნდი, 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 15-წლამდელები სტუმრად, „დინამო“ თბილისი 2-თან გამართავენ. შემდეგ, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ. ბოლო ორ ტურში კი, „ავაზასთან“ გასვლით მატჩს ითამაშებენ და ჩემპიონატს საკუთარ მოედანზე, „სალხინოსთან“ შეხვედრით დაასრულებენ.

more news