რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ლიახვი დიდი ანგარიშით დაამარცხა
რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ლიახვი დიდი ანგარიშით დაამარცხა
რეგიონული ლიგის, გ ჯგუფის მე-18 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა, სტუმრად აჩაბეთის ლიახვი 1:6 დაამარცხა.
მატჩის გმირი ლაშა ოზბეთელაშვილი გახდა, რომელმაც მასპინძლებს პოკერი შეუსრულა. ლოკომოტივის ფორვარდმა გოლები მე-5, 25-ე, 45-ე და 78-ე წუთებზე გაიტანა.
46-ე და 65-ე წუთებზე, თავი გიორგი კიკნაძემ და ლევან გრძელიძემ გამოიჩინეს. მასპინძელთაგან, ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე, ცოტნე პიტიურიშვილმა გაიტანა.
18 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 43 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ვაშაძის გუნდი, გათამაშების ლიდერ ვარკეთილს 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 24 ოქტომბერს, ვოიაჟის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: შეროზია, დუმბაძე, ცერცვაძე, ძებნიაური (კაპ), მაღრაძე (ქებაძე 62), მენთეშაშვილი, გობრონიძე, ნანობაშვილი (ჯანაშია 58), გრძელიძე, კიკნაძე (ბუღრიძე 62), ოზბეთელაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
არბიტრი: თემურ დადაჰავა (ოჩამჩირე)