წინასასეზონო სამზადისი - ინტერვიუ აკადემიის მთავარ მწვრთნელთან

წინასასეზონო სამზადისი - ინტერვიუ აკადემიის მთავარ მწვრთნელთან
03/02/2020

წინასასეზონო სამზადისი - ინტერვიუ აკადემიის მთავარ მწვრთნელთან

„ლოკომოტივის“ აკადემია ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადება. რა სიახლეები გვაქვს, როგორ ემზადებიან გუნდები და როდის ჩაებმებიან ჩემპიონატებში - ამის შესახებ, აკადემიის მთავარი მწვრთნელი - ლაშა ჭაღიაშვილი მოგვიყვება:

 

„აკადემიაში ვარჯიშები 13 იანვრიდან განახლდა. ინტენსიურად ემზადებიან ჩვენი 19 და 17-წლამდელთა გუნდები, რომელთაც ორჯერადი ვარჯიშები აქვთ საგურამოს ბაზაზე. რაც შეეხებათ 15-წლამდელებს, ეს გუნდი ცოტა ხნის წინ ჰოლანდიაში იმყოფებოდა, „ალკმაარის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირზე. ძალიან საინტერესო მატჩები გავმართეთ და ბიჭებმა კარგი საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს.

 

2019 წლის ბოლოს, ჩვენს აკადემიიას კიდევ ერთი ლოკაცია დაემატა დიღომში, სადაც 12-წლამდელთა გუნდები გადავიყვანეთ. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ თავისუფალ სკოლასთან და ჩვენი ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება ასაკობრივი ჩემპიონატები და ვფიქრობ, წინ საინტერესო სეზონი გველოდება. ჩვენი გუნდები, როგორც ყოველთვის, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებს.“

more news