ეროვნული ლიგა: ფრე რუსთავთან

ეროვნული ლიგა: ფრე რუსთავთან
02/10/2018

ეროვნული ლიგა: ფრე რუსთავთან

ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა რუსთავთან ფრე ითამაშა. 2 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი 1-1 დასრულდა.

ტრავმის გამო, ლოკოს უჩა ლობჟანიძე და მამია გავაშელიშვილი ვერ დაეხმარა, რატი არდაზიშვილი კი დისკვალიფიცირებულია.

ლოკომოტივმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა. თემურ შონიას საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, დავით ჯიქიამ 21-ე წამზე გაიტანა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში უსწრაფესი გოლის ავტორი გახდა.

პირველ ნახევარში ჯიქიას დუბლის შესრულება ორჯერ შეეძლო, თუმცა ორივე შემთხვევაში კოკა სეფიაშვილმა აჯობა.

გატანა შეეძლოთ მასპინძლებსაც, თუმცა ზაზა ციცქიშვილის დარტმა რევაზ თევდორაძემ მოიგერია.

მეორე ნახევარში რუსთავმა წონასწორობა აღადგინა. 50-ე წუთზე გოლი გიორგი პაპავამ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

26 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 32 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩში, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი სამტრედიას დაუპირისპირდება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი (გვალია 88), შონია, კობახიძე, ოლურემი (ინჯგია 70), დავითაშვილი, ჯიქია (ოზბეთელაშვილი 87)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

არბიტრი: ქურდაძე (15)

არბიტრი: გ.კიკაჩეიშვილი

more news