ლოკომოტივი 1/8 ფინალშია
ლოკომოტივი 1/8 ფინალშია
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე, 1/16 ფინალში ლოკომოტივმა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. შეხვედრა ნელ ტემპსა და ძალისმიერ თამაშით წარიმართა. ლოკომოტივი მასპინძლის რანგში ფლობდა მცირედ უპირატესობას, სამწუხაროდ ეს უპირატესობა ბევრ სახიფათო მომენტსა და გატანილ გოლებში არ ასახულა. სტუმრებმა მატჩი დაცვიდან წარმართეს და პერიოდულად გადაიოდნენ პოზიციურ შეტევებში. შეხვედრა გართულდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოც, ძლიერი ქარი ფეხბურთელებსა და ბურთს გადაადგილებაში ხელს უშლიდა. მაყურებელმა პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ იხილა. მეორე ნახევარიც მძიმედ მიმდინარეობდა, თუმცა ლოკომოტივის უპირატესობა აშკარა იყო. ჩიხურას მცველებმა რამდნეჯერმა უხეშად შეცდნენ მაგრამ მასპინძლებმა შეცდომების გამოყენება ვერ მოახერხეს. ჩიხურას მცველების კიდევ ერთ შეცდომას შეხვედრის ძირითადი დროის მიწურულს კუთხური მოყვა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მეკარის საჯარიმოში სტუმართა მცველს ხელზე მოხვდა, მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთდან თემურ შონია მივიდა, დაძაბულ მომენტში გამოცდილ ფეხბურთელს ნერვებმა არ უმტყუნა და დინო ჰამზიჩი უშანსოდ დატოვა 1:0. ლოკომოტივმა მისთვის ცუდი სერია თასზე გამარჯვებით შეწყვიტა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ლოკომოტივი: ბულისკერია, ძებნიაური, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე, სამურკასოვი, შონია, კირკიტაძე, არდაზიშვილი, კობახიძე, სიხარულიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: გვალია, ჯიქია, გოროზია.