სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავისი პირველი ოფიციალური მატჩი სოსო ფრუიძემ 26 ივნისს, თბილისის „მერანთან“ ჩაატარა. მძიმე ბრძოლაში მოპოვებული ქულა და დატვირთული კალენდარი - გთავაზობთ ლოკოს თავკაცის მატჩისშემდგომ კომენტარს.
სოსო ფრუიძე: „მძიმე დასაწყისს ველოდით. ამდენი ხნის პაუზის შემდეგ, გუნდმა პირველად ითამაშა და ფეხბურთელები ჯერ სასურველ კონდიციაში არ არიან. ის თამაში რომ ვაჩვენოთ, რასაც გუნდი იყო მიჩვეული, ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება.
უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, გვინდოდა უფრო მეტი ე.წ. „ზურგს უკან გახსნები“ და სწორედ, ამიტომ გავაკეთეთ ორმაგი ცვლილება და მოედანზე რეზი ინჯგია და თორნიკე კირკიტაძე შემოვიყვანეთ. მათ თამაში გაამწვავეს, მაგრამ გუნდს არ ეყო ძალა, მატჩი მოგებით რომ დაგვესრულებინა. ბოლოს გადავრჩით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მომენტი იყო და ასეთი რამ ხშირად ხდება.
წინ რთული მატჩები გველის და მომზადებას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ. თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს გეგმას. ფეხბურთელებისთვის ახლა ზედმეტი დატვირთვების მიცემა არ შეიძლება. სათამაშო პრაქტიკა გუნდს კონდიციას აუმაღლებს და ჩვენც ამისკენ მივდივართ.“