17 წლამდე ლიგა - ვაშაძის გუნდმა, დილა დიდი ანაგრიშით დაამარცხა
17/03/2017
17 წლამდე ლიგა - ვაშაძის გუნდმა, დილა დიდი ანაგრიშით დაამარცხა
18 მარტს, საქართველოს 17 წლამდე ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის ფეხბურთელებმა გორის დილა დაამარცხეს.
გორში გამართული დაპირისპირება, ვლადიმერ ვაშაძის ფეხბურთელებმა 7:0 მოიგეს.
დილას დუბლი ჯანაშიამ და ინჯგიამ შეუსრულეს, თითო-თითო გოლი კი ხარძიანმა, გობრონიძემ და ნადარეიშვილმა გაიტანეს.
ვაშაძის გუნდი, მომდევნო მატჩს 25 მარტს, გაგრას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 17): ანდრიაძე, მაღრაძე, შალამბერიძე, ცანავა, ქურდაძე (ქაჯაია 62), გოგია (აბრამაშილი 62), ნანობაშვილი (ფაილევანიანი 62), ჯანაშია, ინჯგია (ნადარეიშვილი 53), ხარძიანი, გობრონიძე (ჩიქოვანი 53)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე