ლოკო 2-ის ზედიზედ მეორე გამარჯვება

ლოკო 2-ის ზედიზედ მეორე გამარჯვება
20/11/2025

ლოკო 2-ის ზედიზედ მეორე გამარჯვება

ლიგა 3-ის 28-ე ტურში ორბი შატილში ლოკო 2-თან 1:3 დამარცხდა, 30-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა ნუკრი ბოკუჩავამ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ორწუთიან მონაკვეთში გიორგი კვანტალიანის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში შემოატრიალა, 78-ე წუთზე ალექსანდრე თურქიამ წონასწორობა აღადგინა, 79-ე წუთზე ლუკა ჩაბრაძემ სტუმრები დააწინაურა. 89-ე წუთზე მსაჯმა ორბის ორი ფეხბურთელი, გიორგი თოფურია და ნუკრი ბოკუჩავა მოედნიდან გააძევა. მე-5 დამატებულ წუთზე ანდრია ვიბლიანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3. 

 

ლოკო 2-მ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, წინა ტურში საგურამოში ხობის კოლხეთი 3:1 დაამარცხა.

 

ლოკომ 28 მატჩში 24 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. მომდევნო ტურში, 28 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ კომპლექსში გორს მიიღებს.

more news