ლოკო 2 ბორჯომთან დამარცხდა

ლოკო 2 ბორჯომთან დამარცხდა
29/09/2025

ლოკო 2 ბორჯომთან დამარცხდა

საქართველოს მე-3 ლიგის მე-20 ტურში ბორჯომმა ხაშურში, გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე ლოკო 2-ს 3:2 სძლია.

 

ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე გახსნეს, თორნიკე მუმლაძემ გაიტანა. 21-ე წუთზე ნიკოლოზ ნინიძემ წონასწორობა აღადგინა. 43-ე წუთზე მუმლაძემ დუბლი შეასრულა. 84-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა წონასწორობა გაზარდა. 89-ე წუთზე ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა შაქრო დვალიშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

 

20 ტურის შემდეგ 16-გუნდიან ჩემპიონატში ლოკომოტივი 2 16 ქულით მე-12 ადგილზეა. 21-ე ტურში ჩვენი გუნდი ბახმაროს თბილისის ოლიმპიურ კომპლექსში მიიღებს. მატჩი ორ ოქტომბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

more news