ისტორიული დღე ლოკომოტივის ისტორიაში - სამი წლის წინ, 27 აგვისტოს რუმინული კრაიოვა დავამარცხეთ

ისტორიული დღე ლოკომოტივის ისტორიაში - სამი წლის წინ, 27 აგვისტოს რუმინული კრაიოვა დავამარცხეთ
27/08/2023

ისტორიული დღე ლოკომოტივის ისტორიაში - სამი წლის წინ, 27 აგვისტოს რუმინული კრაიოვა დავამარცხეთ

2020 წლის 27 აგვისტო ისტორიული დღეა თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში. ამ დღეს, ლოკომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი კრაიოვა 2:1 დაამარცხა.

 

შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა პირველი ტაიმი 0:0 დაასრულეს. მეორე ტაიმში ლოკო გააქტიურდა და მეტოქეს ზედიზედ ორი გოლი გაუტანა.

 

57-ე წუთზე ლოკოს სწრაფი კონტრშეტევა ირაკლი სიხარულიძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ხოლო 61-ე წუთზე მაროკოელმა ულად-ომარ იმრანმა 2:0 დააწინაურა თბილისური გუნდი.

 

მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე რუმინელებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ლოკომოტივი ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ასევე დიდი გმირობა ჩაიდინა და მოსკოვის დინამო დაამარცხა.

 

ლოკომოტივი - კრაიოვა 2:1

 

გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

more news