პირველი სამი ქულა და ხასიათის გამოკეთება თელავთან მატჩში

პირველი სამი ქულა და ხასიათის გამოკეთება თელავთან მატჩში
06/03/2021

პირველი სამი ქულა და ხასიათის გამოკეთება თელავთან მატჩში

2021 წლის სეზონის პირველი საშინაო მატჩი, ლოკომ დინამო არენაზე გამართა. კლუბის გადაწყვეტილებით, მიხეილ მესხის სტადიონის მინდვრის საფარის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემპიონატის პირველ წრეში, ლოკო საშინაო თამაშებს, სწორედ, დინამო არენაზე გამართავს.

 

თბილისური კლუბის შემადგენლობაში, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა გურამ კაშიამ. დაცვის ცენტრს სანდოხაძე, გურეშიძე და კაშია ამაგრებდნენ.

 

ლოკომოტივის ფეხბურთელებმა, ბურთზე კონტროლი საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს. მე-13 წუთზე, უბილავას ეფექტური გარღვევის შემდეგ, ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნა. ამას მოჰყვა დარცმელიას დარტყმა და თელაველთა მეკარის თავგანწირული თამაში. ჩოჩიშვილმა კახელები ზუსტად 1 წუთში, თემურ შონიას უძლიერესი დარტყმის შემდეგაც გადაარჩინა.

 

გოლი კი, ლოკომოტიველებმა მე-19 წუთზე გაიტანეს. თელაველთა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა.

 

36-ე წუთზე, ლოკომოტივმა ანგარიში ორამდე გაზარდა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ირაკლი სიხარულიძე დახვდა; მისგან ბურთი ნიკა სანდოხაძეს მიუვიდა და ცენტრალურმა მცველმა, ამ შეხვედრაში თავისი გოლი გაიტანა. ლოკომ ტაიმი ამ ანგარიშით მოიგო.

 

მეორე ტაიმი თელავის უპირატესობით დაიწყო და სტუმრებმა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტის შექმნაც შეძლეს მამარდაშვილის კართან. თამაში თითქმის გათანაბრდა. 67-ე წუთზე, გამორჩეული ეპიზოდი იყო იმრანის გარღვევა. ლოკოს ლეგიონერი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ჩოჩიშვილს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა, კარს ზემოდან მცირედით გადააცილა.

 

თელავმა ერთი ბურთის გაქვითვა 69-ე წუთზე შეძლო, როცა ერთ-ერთი შეტევისას, ბურთი საკუთარ კარში გურამ კაშიამ ჩაჭრა.

 

ამის შემდეგ, მამია გავაშელიშვილის დრო დადგა. შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდმა მესამე ბურთი გაიტანა. თუმცა, მამიას გოლიდან ზუსტად 3 წუთში, თელაველებმა ერთი ბურთის გაქვითვა კიდევ შეძლეს. ბოლო წუთებმა, საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. საბოლოოდ, ლოკომ 3:2 მოიგო და მიმდინარე სეზონში, პირველი 3 ქულაც მოიპოვა.

 

           

 

ლოკომოტივი 3:2 თელავი (2:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, გურეშიძე, კაშია, უბილავა (С), შონია, დარცმელია (სამურკასოვი 60), კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 63), კირკიტაძე (მჭედლიშვილი 60), იმრანი (იაკობიძე 78), სიხარულიძე (ჭიაბრიშვილი 78)

 

გოლები: სიხარულიძე (19 პენ), სანდოხაძე (36), გავაშელიშვილი (78)

 

გაფრთხილება: გურეშიძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news