თბილისური დერბი და სეზონის დასასრული
თბილისური დერბი და სეზონის დასასრული
თბილისის ლოკომოტივი ერვონული ლიგის ბოლო ტურში სტუმრად თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. მატჩს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე დატვრითვა არ ჰქონია, რადგან ორივე გუნდს აღარ ჰქონდა უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის შანსი.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც 20 წუთში გატანილი 2 გოლითაც დასტურდება, თუმცა ლოკომოტივის ლეგიონერის ადამა ვადეს მიერ გატანილი გოლით, ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
მეორე ტაიმში ორივე მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართეს. ბურთზე კონტროლს ახლა უკვე ლოკო დაეუფლა თუმცა ამის შედეგში რეალიზებას ვერ ახდენდა. ლოკოს უპირატესობის მიუხედავად მეორე ტაიმში პირველი გოლი ისევ დინამომ გაიტან, გოლის ავტორი, ეროვნული ლიგის ბომბარდირი ზორან მარუშიჩი გახლავთ. მატჩის და სეზონის მიწურულს ადამა ვადემ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება გადაწყვიტა და დუბლიც გაიფორმა, საბოლოოდ 3-2.