ლოკომოტივი 2 პირველი წრის ბოლო მატჩში დამარცხდა

ლოკომოტივი 2 პირველი წრის ბოლო მატჩში დამარცხდა
04/06/2017

ლოკომოტივი 2 პირველი წრის ბოლო მატჩში დამარცხდა

საქართველოს რეგიონული ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ვარკეთილთან დამარცხდა. 3 ივნისს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის გუნდმა 0:2 წააგო.

 

ანგარიში 58-ე წუთზე გიორგი ზუბიაშვილმა გახსნადა სტუმრები დააწინაურა. მატჩის საბოლოო შედეგი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე დავით გუჯაბიძემ დააფიქსირა.

 

11 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 25 ქულით მესამე პოზიციაზეა. ვარკეთილთან, მინაშვილის გუნდმა პირველი წრის ბოლო მატჩი ჩაატარა.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, გელაშვილი (ჩიტეიშვილი 70), ანდრონიკაშვილი, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, ლურსმანაშვილი, შეწირული, ობოლაძე(ქიმერიძე 46), ვარძელაშვილი (კაპ), მუზაშვილი (გაბუნია 62), ოზბეთელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: გიორგი ვარდიძე (თბილისი)

more news