ლოკოს 3 ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს
30/08/2023
ლოკოს 3 ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. გუნდი საწვრთნელ შეკრებას 4 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაივლის თბილისში.
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თბილისის ლოკომოტივის ახალგაზრდული გუნდის სამი ფეხბურთელი მოხვდა - სოსო კოპალიანი (მეკარე), დავით ბუკია (ცენტრალური მცველი) და ნიკოლოზ ნინიძე (შემტევი ნახევარმცველი).
ქართველი ახალგაზრდები სექტემბერში ლიეტუვის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. პირველი დაპირისპირება 8 სექტემბერს შედგება, ხოლო მეორე - 10 სექტემბერს. ორივე მატჩს თბილისი უმასპინძლებს.
თბილისის ლოკომოტივი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.