ლოკომ ორი სპარინგ შეხვედრა ჩაატარა

ლოკომ ორი სპარინგ შეხვედრა ჩაატარა
28/01/2024

ლოკომ ორი სპარინგ შეხვედრა ჩაატარა

თბილისის ლოკომოტივი 2024 წლის სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს, ჩვენმა გუნდმა 26 და 27 იანვარს ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

 

26 იანვარს ლოკოს მეტოქე ეროვნული ლიგის ბინადარი საბურთალო იყო. დიღმის ოლიმპიურ კომპექსში გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

 

რაც შეეხება მეორე მატჩს, 27 იანვარს ჩვენი გუნდი სპაერს შეხვდა და 7:2 გაიმარჯვა. ლოკოს მხრიდან დუბლის შესრულება მოახერხეს ლუკა კეკელიძემ, ლაშა ოზბეთელაშვილმა და მამია გავაშელიშვილმა, ხოლო ერთი გოლი თურქიამ გაიტანა.

 

მომდევნო სპარინგ მატჩს ლოკომოტივი 3 თებერვალს ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს.

more news