ორი მატჩის ჯამში ლოკომ რუსთავი დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა

ორი მატჩის ჯამში ლოკომ რუსთავი დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა
08/12/2023

ორი მატჩის ჯამში ლოკომ რუსთავი დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა

ლოკომოტივისთვის 2023 წლის სეზონი დასრულდა. ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტის საპასუხო შეხვედრაში ჩვენი გუნდი რუსთავთან სტუმრად 3:4 დამარცხდა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 7:4 გაიმარჯვა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

 

რუსთავში გამართული მატჩი ლოკომ აქტიურად დაიწყო. ფოლადის სტადიონზე თორნიკე მოლაშვილისა და ნიკოლოზ ბაშელეიშვილის გოლებით ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

 

მეორე ტაიმში რუსთავმა შეუტია და 48-ე წუთზე ნიკა ტოროშელიძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა ლოკომ კიდევ ერთი გოლი მალევე გაიტანა, თავის გამოჩენა ლაშა ოზბეთელაშვილმა შეძლო.

 

ნიკა ჯაფარიძემ 80-ე წუთზე რუსთაველებისთვის მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს იუტა ნაკანომ დუბლი შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:3 რუსთავის სასარგებლოდ.

 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ მატჩში ჩვენ ბიძინა მახარობლიძისა და ლაშა ოზბეთელაშვილის დუბლებით 4:0 მოვიგეთ.

 

ასე რომ, 2024 წლის სეზონს თბილისის ლოკომოტივი კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩაატარებს და კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

 

რუსთავი 4:3 (4:7) ლოკომოტივი I პლეი აუტი I რუსთავი, ფოლადის სტადიონი

 

რუსთავი: ჯოჯუა, სამადაშვილი, ტალახაძე, მანჯგალაძე (86 გავაშელი), ბ. გოცაძე (74 ჯაფარიძე), გ.გოცაძე (82 წითელაური), სიჭინავა (74 კვეტენაძე), კობერიძე, ნაკანო, ქემოკლიძე (82 ბალარჯიშვილი), ტოროშელიძე

 

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

 

ლოკომოტივი: თანდილაშვილი, მოლაშვილი (58 ბუკია), შეწირული, ოზბეთელაშვილი (58 გაბისონია), კეკელიძე, მახარობლიძე (58 კალანდაძე), გეგუჩაძე, გაბაძე, მენთეშაშვილი (77 ბონი), ბაშელეიშვილი (68 ზოსიაშვილი), ჩაჩუა

 

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

more news