პირველი მარცხი მოსამზადებელ ეტაპზე - ლოკო არაგვთან დამარცხდა

პირველი მარცხი მოსამზადებელ ეტაპზე - ლოკო არაგვთან დამარცხდა
11/02/2024

პირველი მარცხი მოსამზადებელ ეტაპზე - ლოკო არაგვთან დამარცხდა

თბილისის ლოკომოტივი 2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონისთვის აქტიურად მზადებას განაგრძობს.

 

ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და საფეხბურთო კლუბ არაგვთან 2:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ლოკოსთვის პირველი წაგებაა.

 

ლოკოს მხრიდან არაგვთან ამხანაგურ დაპირისპირებაში დუბლის შესრულება ბიძინა მახარობლიძემ მოახერხა.

 

ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე თბილისის დინამო, სპაერი, ბოლნისის სიონი და წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა, ხოლო საბურთალოსთან ფრედ ითამაშა.

more news