გიორგი დევდარიანის გუნდმა კატოვიცე დაამარცხა

გიორგი დევდარიანის გუნდმა კატოვიცე დაამარცხა
21/02/2017

გიორგი დევდარიანის გუნდმა კატოვიცე დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე, თბილისის ლოკომოტივმა მეოთხე ამხანაგურ მატჩში კატოვიცე დაამარცხა. გიორგი დევდარიანის გუნდმა, პოლონეთის პირველი დივიზიონის მეორე ადგილოსანს 2:1 მოუგო.

ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი კიკნაძემ გახსნა. 21-ე წუთზე კატოვიცემ წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი 28-ე წუთზე ვატო არველაძემ გაიტანა. მატჩის მიწურულს კატოვიცესა და ლოკომოტივის ორ ფეხბყრთელს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რის გამოც, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ირაკლი კომახიძე გააძევა. თამაშის ბოლო წუთზე წითელი ბარათი მიიღო გიორგი გაბაძემაც.


23 თებერვალს, ლოკომოტივი თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩში, მინსკის დინამოს დაუპირისპირდება.


ლოკომოტივი: ქურდაძე, ქიმერიძე (კომახიძე 77), გაბაძე, თომაშვილი (ანდრონიკაშვილი 15), ჩიტეიშვილი, ძებნიაური (ჭანტურია 76), ვარძელაშვილი (კიკაბიძე 65), არველაძე (ქავთარაძე 88), ბუღრიძე, კიკნაძე, გავაშელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

სიდე, თურქეთი. 2017 წლის 21 თებერვალი.

more news