მარცხი სიონთან

მარცხი სიონთან
21/11/2025

მარცხი სიონთან

ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურში ჩვენი გუნდი შინ ბოლნისის სიონთან 3:4 დამარცხდა.

 

მე-7 წუთზე ვარლამ კილასონიამ პენალტი გაიტანა, სტუმრები დააწინაურა, 31-ე წუთზე ნიკოლოზ ნოზაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. 52-ე წუთზე ნოზაძემ დუბლი შეასრულა - 0:3. 67-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის პასის შემდეგ დათო ბუკიამ სხვაობა შეამცირა, რასაც 70-ე წუთზე გიორგი გოგატიშვილის გოლი მოჰყვა - 2:3. 73-ე წუთზე ანატოლი მესიაჩენკომ გაგვიტანა. მესამე დამატებულ წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა მეორე საგოლე პასი შეასრულა, რომელიც ლაშა კოხრეიძის გოლით დასრულდა - 3:4.

 

33 ტურის შემდეგ ლოკო 39 ქულით მე-7 ადგილზეა, ფლეი-აუტის ზონაშია. ამდენივე ქულაა მე-6 საფეხურზე მყოფ სიონსა და მე-8 პოზიციაზე მყოფ იბერია 2-ის ანგარიშზე. 34-ე ტურში, 25 ნოემბერს იბერია 2-ს ვესტუმრებით. მატჩი ბენდელაზე 14:00 საათზე დაიწყება.

more news