ქობულეთის შუქურა VS თბილისის ლოკომოტივი - ისტორია

ქობულეთის შუქურა VS თბილისის ლოკომოტივი - ისტორია
07/04/2017

ქობულეთის შუქურა VS თბილისის ლოკომოტივი - ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდება. მატჩი 8 აპრილს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

ეროვნულ ლიგაში (წარსულში უმაღლესი ლიგა), ლოკომოტივი და შუქურა ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ. ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ერთ მატჩში ლოკომოტივმა გაიმარჯვა, ერთხელ კი შუქურამ შეძლო 3 ქულის მოპოვება.

 

პირველად, ჩვენი გუნდი ქობულეთურ კლუბს 2015 წლის 25 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი 0:0 დასრულდა. ლოკომოტივს, მაშინ ვასილ მაისურაძე წვრთნიდა.

 

2016 წლის 18 მარტს, ლოკომოტივი სტუმრად, ჩელე არენაზე 2:1 დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან, ერთადერთი გოლი დავით ჩაგელიშვილმა გაიტანა. თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა იყო.

 

2016 წლის 25 სექტემბერს, ლოკომოტივმა შუქურა პირველად, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით დაამარცხა. თბილისელებმა ლუკა კიკაბიძის ერთადერთი გოლით მოიგეს.

 

ლოკომოტივი და შუქურა, ერთმანეთს უკანასკნელად გასულ წელს, გარდამავალ ჩემპიონატში დაუპირისპირდნენ.

 

გიორგი დევდარიანისა და გია გურულის გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან, ერთადერთი გოლი რატი არდაზიშვილმა გაიტანა.

more news