ლოკომოტივი - დინამო (თბ) - ურთიერთშეხვედრები

ლოკომოტივი - დინამო (თბ) - ურთიერთშეხვედრები
09/03/2017

ლოკომოტივი - დინამო (თბ) - ურთიერთშეხვედრები

11 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისს დაუპირისპირდება.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება. გიორგი დევდარიანისა და კახა კაჭარავას გუნდები, ერთმანეთს 44-ედ შეხვდებიან. გასული 43 მატჩიდან, 25 დინამო თბილისის გამარჯვებით დასრულდა. თბილისური დერბი 6-ჯერ მოიგო ლოკომოტივმა, ხოლო 12 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლოკომოტივისა და დინამოს დაპირისპირებაში, სულ 87 გოლია გასული, საიდანაც 64 დინამოელებმა, 23 კი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა გაიტანეს.

 

პირველი თბილისური დერბი 1997 წლის 30 აპრილს გაიმართა და ჩვენი გუნდი 4:0 დამარცხდა.

დინამოს კარში, ლოკომოტივის შემადგენლობიდან პირველი გოლი 1999 წლის 13 ნოემბერს, ლევან ქებაძემ გაიტანა. დინამო ლოკომოტივმა პირველად, 2000 წლის 23 სექტემბერს, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

more news