ლოკომ რუსთავი სტუმრად დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა
22/11/2024
ლოკომ რუსთავი სტუმრად დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 33-ე ტურის შეხვედრა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, რუსთავთან სტუმრად გამართა და 0:1 გაიმარჯვა.
შეხვედრა აქტიურად დავიწყეთ და მე-13 წუთზე ჩვენი გუნდი განელმა ლეგიონერმა, დენის ამოაკომ დააწინაურა, მან გურამ ხარებავას გადაცემა გამოიყენა.
მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და ლოკომ აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.
33 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის ლოკომოტივს 44 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს ხობთან ჩავატარებთ.