ლოკო 2024 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩს საგარეჯოს გარეჯთან გამართავს
07/12/2024
ლოკო 2024 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩს საგარეჯოს გარეჯთან გამართავს
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად საგარეჯოს გარეჯთან ჩაატარებს.
ბოლო ტურის წინ ცხრილში საინტერესო ვითარებაა, ლოკო 50 ქულით ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჩვენი გუნდი არაგვს, სპაერსა და დინამო 2-ს 2 ქულით უსწრებს, ყველა მათგანს 48 ქულა აქვს. პლეი აუტის ზონაში დინამოა, რომლის ბურთების სხვაობაც -12-ია.
რაც შეეხება მეტოქეს, გარეჯმა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება უკვე მოიგო და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში ლოკომ და გარეჯმა ერთმანეთთან სამჯერ ითამაშეს. ერთხელ მოვიგეთ, ხოლო ორჯერ დავმარცხდით.
გარეჯისა და ლოკოს მატჩი საგარეჯოს სტადიონზე 8 დეკემბერს, 13:30 საათზე დაიწყება.