3 ქულა ხობთან - ლოკომ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო
26/11/2024
3 ქულა ხობთან - ლოკომ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ხობის კოლხეთთან ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ანგარიში ჩვენმა განელმა ლეგიონერმა, დენის ამოაკომ მე-16 წუთზე გახსნა, მან სამურკასოვის გადაცემა გამოიყენა. ხობელებმა ანგარიში 38-ე წუთზე მესიაჩენკოს გოლით გაათანაბრეს.
მეორე ტაიმი ლოკომ ისევ აქტიურად დაიწყო და გიორგი თოდუამ 56-ე წუთზე მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ჩემპიონატის ძირითადი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩვენს გუნდს 47 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. ლოკო მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება დინამო 2-ს, არაგვსა და სპაერს. მომდევნო შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, 30 ნოემბერს არაგვს შევხვდებით.