დავით ყიფიანი - მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის, ჩემი მიზანია, კლუბმა განაგრძოს განვითარება და გაძლიერება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა

დავით ყიფიანი - მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის, ჩემი მიზანია, კლუბმა განაგრძოს განვითარება და გაძლიერება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა
12/01/2025

დავით ყიფიანი - მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის, ჩემი მიზანია, კლუბმა განაგრძოს განვითარება და გაძლიერება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა

თბილისის ლოკომოტივი 2025 წლის სეზონს სიახლეებით ხვდება. გენერალური დირექტორის პოსტს დავით ყიფიანი დაიკავებს, ხოლო გიორგი ყიფიანი ბორდში გადაინაცვლებს.

 

თბილისის ლოკომოტივის სპორტული დირექტორი ახალი სეზონიდან ნიკა ჭანტურია იქნება, ხოლო მთავარი მწვრთნელი - გიორგი გეგუჩაძე უმცროსი.

 

ახალი გამოწვევის, ლოკოს ძირითადი გუნდისა და აკადემიის სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენს ახალ გენერალურ დირექტორს, დავით ყიფიანს ვესაუბრეთ.

 

უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, კლუბში ახალ პოზიციაზე ვიმუშავო, რაც მოიცავს დიდ პასუხისმგებლობას და ახალ გამოწვევებს. დიდი მადლობა კლუბის პრეზიდენტს, ბატონ ლექსო თოფურიას და გიორგი ყიფიანს ნდობისა და ამ შესაძლებლობისთვის.

 

ჩემი მიზანია, კლუბმა განაგრძოს განვითარება და გაძლიერება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მთავარი ამოცანაა, რომ კლუბის თითოეული რგოლი ყოველდღიურად მხარს უჭერდეს გუნდის წინსვლას და აქტიურად მონაწილეობდეს ამ პროცესში.

 

რაც შეეხება მიზნებს, ამ სეზონში კლუბი მნიშვნელოვან სიახლეებს ნერგავს: სპორტული დირექტორის პოზიციაზე ნიკა ჭანტურიას დანიშვნა ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ნიკა მრავალი წელია, ჩვენი კლუბის ოჯახის წევრია და დარწმუნებული ვარ, მისი ცოდნა და გამოცდილება დიდ წვლილს შეიტანს როგორც ფეხბურთელების განვითარებაში, ისე კლუბის საერთო წარმატებაში. მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გიორგი გეგუჩაძის დანიშვნა ჩვენი გუნდისთვის ახალი ენერგიისა და ხედვების მომტანია. მისი და კლუბის სტრატეგიული მიზნები სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რაც გვაძლევს თავდაჯერებულობას, რომ ჩვენი გუნდი საიმედო ხელშია.

 

ახალ სეზონში გუნდი დაკომპლექტებული იქნება ძირითადად ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით. ამასთან, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება არა მხოლოდ შედეგების მიღწევა, არამედ განვითარების პროცესიც. ახალგაზრდა მოთამაშეების პროფესიონალებად ჩამოყალიბება კლუბის მთავარი მისიაა.

 

აკადემია ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი კლუბის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ჩვენი უცვლელი მიზანია, ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი წარმატებით ინტეგრირება როგორც ლოკომოტივის პირველ გუნდში, ისე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

 

 

 

 

more news