ლოკომოტივი ქუთაისში დამარცხდა

ლოკომოტივი ქუთაისში დამარცხდა
23/10/2017

ლოკომოტივი ქუთაისში დამარცხდა

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა. 23 ოქტომბერს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი 4:2 დასრულდა.

ქუთაისელებთან დაპირისპირებას, გიორგი დევდარიანის გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა.


გუნდს 7 ტრავმირებული (ბექა ქურდაძე, თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ირაკლი კომახიძე, გეგა დიასმიძე, ვატო არველაძე და მამია გავაშელიშვილი) და ორი დისკვალიფიცირებული (ნიკა ჭანტურია და დავით სამურკასოვი) ფეხბურთელი აკლდა.

წინა მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. კარში დაბრუნდა რევაზ თევდორაძე, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კი ლევან ქურდაძემ შეუცვლელად ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი გოროზიაც.

მატჩის დებიუტში ლოკოს გატანა შეეძლო. გიორგი გოროზიას ჩაწოდების შემდეგ ანგარიშს გახსნას გიორგი გაბაზე ცდილობდა, თუმცა მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.

მე-9 წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ ლოკომოტივი დააწინაურა. გიორგი გაბაძის, ნოდარ ქავთარაძისა და გიორგი გოროზიასა გთამაშებული კომბინაცია ეროვნული ლიგის ბომბარდირმა გოლით დაასრულა. სიხარულიძეს, ეროვნულ ლიგაში უკვე 25 გოლი აქვს გატანილი.

მე-12 წუთზე მასპინძლებს გათანაბრება შეეძლოთ. თორნიკე კაპანაძის დარტყმა რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია.

ლოკომოტივმა, 27-ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. მოედნის სიღრმეში ირაკლი სიხარულიძემ ორთაბრძლა მოიგო, ბურთი გიორგი გორზიას მიუვიდა, რომლის დარტყმა რიკოშეტის შემდეგ კარს მცირე მანძილით აცდა და კუთხურზე გადავიდა.

30-ე წუთზე თევდორაძემ ლოკო კიდევ ერთხელ გადაარჩინა. მან ამჯერად გიორგი ბერიაშვილის თავური დარტყმა მოიგერია კუთხურზე.

პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე, სიხარულიძეს დუბლის შესრულება შეეძლო. ლოკოს ფორვარდი ქავთარაძის პასის შემდეგ, საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ მისი დარტმა მცირე მანძილით აცდა კარს.

მასპინძლებმა გათანაბრება 47-ე წუთზე მოახერხეს. რევაზ თევდორაძის კარი, თავური დარტყმით, თორნიკე კაპანაძემ აიღო. მანამდე, ლოკოს მეკარემ რთული ბურთი მოიგერია, კუხიანიძეს აჯობა.

54-ე წუთზე გოროზიას ლოკომოტივის დაწინაურება შეეძლო. საჯარიმოში მყოფ ნახევარმცველს, მარჯვენა ფლანგიდან, გიორგი გაბაძემ კარგი პასი მისცა, თუმცა გოროზიას დარტყმა არაზუსტი იყო.

ზუსტად ერთ წუთში გოროზიამ მაინც გაიტანა. ლოკოს 23-ე ნომერმა როინ კვასხვაძის კარი ძლიერი დარტყმით აიღო. საგოლე გადაცემა ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა.  

სიხარულიძეს 57-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო. ქავთარაძის პასის შემდეგ, ლოკოს ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარგად ვერ დაარტყა და კვასხვაძემ აჯობა.

61-ე წუთზე გიორგი დევდარიანმა იძულებითი ცვლილება განახორციელა. გიორგი გაბაძე, რომელიც შეუძლოდ გახდა, რევაზ ჩიტეიშვილმა შეცვალა.

73-ე წუთზე მასპინძლება წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინეს. საჯარიმო დარტყმით, გოლი შეცვლაზე შესულმა შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა.

77-ე წუთზე, თევდორაძემ ლოკო ორ მომეტში გადაარჩინა. ჯერ საჯარიმოში მყოფი ბაბუნაშვილის, შემდეგ კი კაპანაძის დარტყმები მოიგერია.

გადამწყვეტი გოლი, 85-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. მასპინძელთა ფორვარდმა საჯარიმოში ლოკოს მცველებს დასწრებაზე აჯობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი კუხიანიძემ, ლოკოს კარში მეოთხე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

31 ტურის შემდეგ, ლოკოს 49 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გიორგი დევდარიანის გუნდი კოლხეთი 1913-თან გამართავს. მატჩი 29 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 13:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი შემოგთავაზებთ.

ლოკომოტივი: თევდროაძე, გაბაძე (ჩიტეიშვილი 73), კობახიძე, ხიდეშელი, უბილავა (კაპ), ლ.ქურდაძე, ანდრონიკაშვილი (ვარძელაშვილი 53), გვალია, ქავთარაძე, გოროზია (გარიჩიძე 79), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: გოროზია (45+2)

არბიტრი: ჯენერი ხორავა

more news