ლოკომოტივის 8 წევრი საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში

ლოკომოტივის 8 წევრი საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში
08/11/2017

ლოკომოტივის 8 წევრი საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები, პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ვასილ მაისურაძემ, 20 წლამდე გუნდში თბილისის ლოკომოტივის 8 წევრი მიიწვია.

ალბანეთის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ჩვენი გუნდიდან, ლაშა გურგენიძე (მეკარე), დავით კიკალიშვილი, გიორგი ცერცვაძე, თორნიკე ძებნიაური (სამივე მცველი), დავით სამურკასოვი (ნახევარმცველი), გიორგი წულეისკირი, ნუგზარ სპანდერაშვილი და ირაკლი ბუღრიძე (სამივე ფორვარდი) მოემზადება.

20 წლამდე გუნდი, შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაივლის. საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების დაპირისპირება 14 ნოემბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე გაიმართება.

more news