ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში დინამო თბილისი დაამარცხა

ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში დინამო თბილისი დაამარცხა
11/11/2017

ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში დინამო თბილისი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, ანხანაგურ მატჩში, დინამო თბილისი დაამარცხა. 11 ნოემბერს, დინამო თბილისის ბაზაზე გამართული დაპირისპირება გიორგი დევდარიანის გუნდმა 1:2 მოიგო.

გუნდებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, რაც სანაკრებო პაუზითაა გამოწვეული.

სამივე გოლი პირველ ტაიმში გაივიდა. ანგარიში მე-7 წუთზე, ლუკა კიკაბიძემ გახსნა. 30-ე წუთზე წონასწორობა მიკოლა კოვტალიუკმა აღადგინა. გამარჯვების გოლი, მე-40 წუთზე გიორგი გოროზიამ გაიტანა.

მეორე ნახევარში, დევდარიანმა თავის გამოჩენის შანსი ლოკომოტივის აკადემიის ფეხბურთელებს მისცა.

17 წლამდე გუნდიდან, მეკარე ლევან კონცელიძემ, ლუკა შეროზია შეცვალა. ასევე, 19 წლამდე გუნდიდან თემო გაბუნიამ და ლუკა ხარძიანმა, ლოკომოტივი 2-დან კი გიორგი დუმბაძემ და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ითამაშეს.

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ) (ჩიტეიშვილი 70), რეხვიაშვილი (კობახიძე 46), ლ.ქურდაძე, გაბაძე (დუმბაძე 46), ჭანტურია, დიასამიძე (ვარძელაშვილი 70), ქავთარაძე (გაბუნია), გოროზია (გვალია 70), სილაგაძე (გაბრიჩიძე 46), კიკაბიძე (ხარძიანი 70)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

more news