ლოკომოტივი ბოლნისის სიონთან თამაშისთვის ემზადება

ლოკომოტივი ბოლნისის სიონთან თამაშისთვის ემზადება
30/09/2023

ლოკომოტივი ბოლნისის სიონთან თამაშისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 28-ე ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად ბოლნისის სიონთან ჩაატარებს.

 

ჩვენი მეტოქე ამ ეტაპზე პლეი ოფის ზონაში შესვლისთვის იბრძვის, რაც ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ბოლნისელებს 46 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზე არიან. წინა ტურში სიონმა სპაერთან სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მატჩი 0:2 დათმო.

 

რაც შეეხება ლოკოს, ჩვენი გუნდი ამჟამად 23 ქულით გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა. ლოკომ უკანასკნელ 5 ტურში 2 თამაში მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

 

მიმდინარე სეზონში თბილისის ლოკომოტივმა და ბოლნისის სიონმა ერთმანეთთან სამჯერ ითამაშეს. ბოლნისელებმა სამივე შემთხვევაში იმარჯვეს.

 

სიონისა და ლოკომოტივის შეხვედრა ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 2 ოქტომბერს, 15:30 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I 28-ე ტურის მატჩები:

 

29 სექტემბერი I ხობი 0:0 მარტვილის მერანი
30 სექტემბერი I დინამო თბილისი 2 - სპაერი
30 სექტემბერი I კოლხეთი - ვიტ ჯორჯია
2 ოქტომბერი I მერანი თბილისი - გარეჯი
2 ოქტომბერი I ბოლნისის სიონი - ლოკომოტივი

more news