პირველი მარცხი საგურამოში - 3 ქულა თელავმა წაიღო

პირველი მარცხი საგურამოში - 3 ქულა თელავმა წაიღო
28/06/2021

პირველი მარცხი საგურამოში - 3 ქულა თელავმა წაიღო

მას შემდეგ, რაც ლოკომოტივი საშინაო თამაშებს საგურამოში ატარებს, გია ჭიაბრიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა. მართალია, ამ მარცხის შემდეგ, თბილისელები მაინც მესამე ადგილზე დარჩნენ, თუმცა, ეს დაკარგული ქულები, შესაძლოა, გუნდს ძვირად დაუჯდეს.

 

თელაველებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს. მე-7 წუთზე, შოთა შეყილაძემ ვაჟა ფაცაციას პასი გოლად აქცია. ამის შემდეგ, ლოკომოტივმა მასირებული შეტევები წამოიწყო, თუმცა, ამას შედეგი არ მოუტანია და პირიქით, გოლი კვლავ მამარდაშვილის კარში გავიდა, რომლისთვისაც ეს ბოლო მატჩი იყო ლოკომოტივის რიგებში. 37-ე წუთზე, ზაზა ციცქიშვილმა სტუმართა ანგარიში ორამდე გაზარდა. შესვენებამდე, გამოსარჩევია იმრანის ეფექტური საჯარიმო დარტყმა, როცა თელავის კარი ძელმა იხსნა.

 

მეორე ტაიმი ლოკომოტივის შეტევებით დაიწყო და ამან შედეგი 51-ე წუთზე გამოიღო, როცა გიორგი ქველაძის გამოზომილი პასის შემდეგ, თემურ შონიამ ბურთი დაუშვებლად, უძლიერესი გასროლით გადაგზავნა სანიკიძის კარში - 1:2.

 

გატანა ბექა დარცმელიასაც შეეძლო, თუმცა, თელაველთა მეკარეს ვერ აჯობა. თამაში უფრო გაიხსნა და ამით, სტუმრებმა მეტი ხეირი ნახეს. 83-ე წუთზე, თელაველთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით ირაკლი რუხაძემ დაასრულა.

 

მატჩის ბოლო წუთზე, ირაკლი სიხარულიძის წაქცევისთვის მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც, თავად „დაზარალებულმა“ შეასრულა. დამატებული წუთებს დაძაბულობა არ აკლდა. სიხარულიძეს შეეძლო თავისი გუნდისთვის ქულა მოეტანა, თუმცა, კარს ააცილა და საბოლოოდ, 3 ქულა თელავში წავიდა.

 

 

 

ლოკომოტივი 2:3 თელავი (0:2)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (გავაშელიშვილი 58), მჭედლიშვილი (ქველაძე 45), უბილავა (C), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (ჭიაბრიშვილი 82), კირკიტაძე (იაკობიძე 82), იმრანი, სიხარულიძე

 

გოლები: შონია (51), სიხარულიძე (90 პენ)

 

გაფრთხილება: შონია, ანდრონიკაშვილი

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news