რევაზ გოცირიძე - გუნდი ვითარდება და თამაშის ხარისხი იმატებს

რევაზ გოცირიძე - გუნდი ვითარდება და თამაშის ხარისხი იმატებს
22/11/2023

რევაზ გოცირიძე - გუნდი ვითარდება და თამაშის ხარისხი იმატებს

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის შესახებ ისაუბრა, სადაც ლოკოს პროგრესს ხაზი გაუსვა.

 

„ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრეს რაც შეეხება, კარგი სერია გვქონდა, 5 თამაში წაუგებლად მივდიოდით და ბოლო ტურში, სამწუხაროდ, საგარეჯოს გარეჯთან დავმარცხდით.

 

ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ გუნდი ვითარდება და თამაშის ხარისხი ეტაპობრივად იმატებს. ჩვენ, რეალურად, ვემზადებით პლეი აუტის მატჩებისთვის, რომელიც დეკემბერში იქნება.

 

სეზონში დარჩენილ 3 თამაშს მაქსიმალურად ვეცდებით, გამოვიყენოთ იმ პრინციპული შეხვედრებისთვის, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენაში დაგვეხმარება“, - განაცხადა რევაზ გოცირიძემ.

more news