თბილისის ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრისთვის ემზადება
22/11/2023

თბილისის ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის შეხვედრას თბილისის ლოკომოტივი მიხეილ მესხი 2-ზე ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებს. ჩვენი გუნდი მატჩისთვის აქტიურად ემზდება.

 

ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული ბოლო 5 თამაშიდან ლოკო მხოლოდ ერთხელ დამარცხდა გათამაშების ლიდერ საგარეჯის გარეჯთან (1:2), თუმცა მომენტები იმ შეხვედრაშიც ჩვენს გუნდს მრავლად ჰქონდა. ლოკომ ხობისა და დინამო თბილისი 2-ის დამარცხება მოახერხა, ხოლო სპაერთან და მარტვილის მერანთან ფრედ ითამაშა.

 

ამჟამად ჩვენს გუნდს 34 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.

 

კარგ ფორმაშია შესული ვიტ ჯორჯია. უკანასკნელი 5 თამაშიდან მათ 3-ჯერ გაიმარჯვეს და 2-ჯერ ფრედ ითამაშეს, რის საფუძველზეც, ვიტ ჯორჯია გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა 44 ქულით. 44 ქულა აქვს ხობსაც და ამ გუნდებს შორის აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ეროვნულ ლიგა 2-ში პირდაპირი გზით ადგილის შესანარჩუნებლად.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომ და ვიტ ჯორჯიამ 3-ჯერ ითამაშეს, საიდანაც 2-ჯერ დავმარცხდით და ერთხელ გავიმარჯვეთ. 31 მაისს მეტოქეს 3:0 ვაჯობეთ, ლოკოს მხრიდან გოლების გატანა კურტანიძემ, მენთეშაშვილმა და ოზბეთელაშვილმა შეძლეს.

 

თბილისის ლოკომოტივისა და ვიტ ჯორჯიას მატჩი 23 ნოემბერს მიხეილ მესხი 2-ზე 18:00 საათზე დაიწყება, მასზე დასწრება თავისუფალია.

 

ეროვნული ლიგა 2 I 34-ე ტური:

 

ხობი - გარეჯი
მარტვილის მერანი - თბილისის მერანი
დინამო თბილისი 2 - სიონი
ლოკომოტივი - ვიტ ჯორჯია
სპაერი - ფოთის კოლხეთი 1913

more news