ზედიზედ მესამე მარცხი სეზონის სტარტზე — ლოკომოტივი 0-2 გაგრა

ზედიზედ მესამე მარცხი სეზონის სტარტზე — ლოკომოტივი 0-2 გაგრა
10/03/2022

ზედიზედ მესამე მარცხი სეზონის სტარტზე — ლოკომოტივი 0-2 გაგრა

9 მარტს, ეროვნული ლიგის III ტურში ლოკომოტივმა, მიხეილ მესხის სათადარიო მოედანზე  გაგრას უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

 

მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე დაიწყო, შეხვედრის სტარტზე გამოცდილმა მათე ვაწაძემ კარის მიმართულებით დაარტყა, ბურთი საჯარიმოში მდგომ თემურ შონიას მოხვდა და ანგარიში გაიხსნა, 0-1 სტუმართა სასარგებლოდ. ლოკოს ფეხბურთელებმა გაშვებული გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს თუმცა შეხვედრის 26-ე წუთზე მათე ვაწაძემ ისევ შეძლო თავის გამოჩენა. მეორე ნახევარში ლოკო აქტიურობდა მაგრამ სახიფათო მომენტებს ნაკლებად ქმნიდა. საბოლოოდ 0-2.

 

 

ლოკომოტივი : თევდორაძე, ჯაფარიძე (ბუიღლიშვილი), გაბაძე, ანდრონიკაშვილი, ძებნიაური, სამურკასოვი (კეკელიძე), დარცმელია, იაკობიძე (მუკბანიანი), ომარაშვილი (ჭიაბრიშვილი), შეყილაძე.

 

მთავარი მწვრთნელი : ლაშა ჭაღიაშვილი

 

more news