U19-მა ავსტრიული შეკრება დაასრულა

U19-მა ავსტრიული შეკრება დაასრულა
24/08/2026

U19-მა ავსტრიული შეკრება დაასრულა

„ლოკომოტივის“ 19-წლამდე გუნდმა ავსტრიაში ორკვირიანი საზაფხულო შეკრება დაასრულა და თბილისში გუშინ დაბრუნდა. გუნდი ავსტრიაში 9 აგვისტოს გაემგზავრა და 23 აგვისტომდე იმყოფებოდა.

შეკრების ფარგლებში ლევან ყენიას გუნდმა ხუთი ამხანაგური შეხვედრა გამართა ევროპული კლუბების 19-წლამდელთა გუნდებთან. მოსამზადებელი შეკრება სლოვენიაში, „ნაფტას“ წინააღმდეგ შეხვედრით გაიხსნა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში „ლოკომოტივის“ 2:3 მარცხით დასრულდა.

შემდეგ ჩვენმა გუნდმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა, უნგრულ „ზალაეგერსეგს“ 2:0, ხოლო ავსტრიულ „რაპიდ ვენას“ 2:1 სძლია.

მეოთხე შეხვედრა ავსტრიულ „შტურმ გრაცთან“ გაიმართა და მეტოქის გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრას ავსტრიული კლუბისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიზი მამაგეიშვილიც დაესწრო.

ავსტრიული შეკრების დასკვნითი მატჩი კი „რედ ბულ ზალცბურგის“ 19-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ გაიმართა. შეხვედრა ანგარიშით 2:4 დასრულდა.

ამრიგად, ავსტრიული შეკრების ფარგლებში „ლოკომოტივმა“ ხუთი მატჩი გამართა, საიდანაც ორი გამარჯვებით დაასრულა, სამი კი მარცხით.



ევროპულ კლუბებთან გამართული საერთაშორისო შეხვედრები ფეხბურთელებს მაღალი დონის კონკურენციის პირობებში თამაშის შესაძლებლობას აძლევდა და გუნდს სეზონის მეორე ნაწილისთვის მომზადებაში დაეხმარება.

„ლოკომოტივის“ 19-წლამდე გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში ლევან ყენია ხელმძღვანელობს.


ოქროს ლიგის გათამაშება 3 სექტემბერს განახლდება, სადაც „ლოკომოტივი“ სტუმრად, ქუთაისში, ადგილობრივ „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივის“ 19-წლამდე გუნდი საქართველოს 19-წლამდელთა ოქროს ლიგის მიმდინარე გათამაშებას ლიდერობს. სეზონის დასრულების შემდეგ კი ოქროს ლიგის გამარჯვებული უეფას 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

more news