19-წლამდელთა გუნდი ტორპედოსთან მატჩისთვის ემზადება
19-წლამდელთა გუნდი ტორპედოსთან მატჩისთვის ემზადება
ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი ოქროს ლიგის მეხუთე ტურის მატჩს 29 აპრილს გამართავს. ჩვენი გუნდი 16:00 საათზე შატილის მოედანზე ტორპედოს 19 წლამდე გუნდს დაუპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში, ლევან ყენიას ხელმძღვანელობით, U19 გუნდი სტაბილურად ასპარეზობს და ოთხი ტურის შემდეგ ერთ-ერთი ლიდერია. პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა გორი დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. მეორე ტურში გაგრასთან 2:1 იმარჯვა. მესამე ტურში, სტუმრად დინამო თბილისთან დაძაბულ მატჩში 2:1 დავმარცხდით, თუმცა გუნდმა სწრაფად მოახერხა რეაბილიტაცია და მეოთხე ტურში გასვლაზე იბერია ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ოთხი ტურის შემდეგ ლოკომოტივი სატურნირო ცხრილში 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ამავე რაოდენობის ქულა აქვს პირველ ადგილოსან დინამო თბილისსაც.
ტორპედოს წინააღმდეგ მატჩი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ გუნდმა წარმატებული სერია გააგრძელოს და ლიდერობისთვის ბრძოლაში მორიგი ნაბიჯი გადადგას.