9 მატჩიანი წაუგებელი სერია
9 მატჩიანი წაუგებელი სერია
თბილისის „ლოკომოტივისთვის“ მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი რთულად დაიწყო. ლიგა 3-ის საწყის 9 შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ორი ფრე დააფიქსირა, შვიდ მატჩში კი დამარცხდა. მიუხედავად რთული სტარტისა, გუნდმა ეტაპობრივად შეძლო ვითარების შეცვლა, საკუთარი თამაშის პოვნა და შედეგების გაუმჯობესება.
დღეს „ლოკომოტივი“ უკვე 9 მატჩია დაუმარცხებელია. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 6 გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საზაფხულო შესვენების დროს კი ჩვენს შემადგენლობას გამოცდილი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ — თეიმურაზ შონია, გიორგი გაბაძე, დავით სამურკასოვი და ლუკა შეროზია.
გუნდმა ეტაპობრივად მოიპოვა სტაბილურობა, რაც შედეგებზეც აისახა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩვენი გუნდის თამაში დაცვაში — ბოლო 9 შეხვედრაში „ლოკომოტივმა“ მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, თავად კი მეტოქეთა კარის აღება 11-ჯერ შეძლო.
ჩვენი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ასე გამოიყურება:
- „ლოკომოტივი“ – „ბეთლემი“ 1:0
- „გარდაბანი“ – „ლოკომოტივი“ 1:1
- „ლოკომოტივი“ – „მარგვეთი“ 1:0
- „კოლხეთი“ – „ლოკომოტივი“ 0:2
- „ლოკომოტივი“ – „იბერია 2010“ 1:0
- „ივერია“ – „ლოკომოტივი“ 0:0
- „გურია“ – „ლოკომოტივი“ 0:1
- „იბერია 2“ – „ლოკომოტივი“ 1:1
- „ლოკომოტივი“ – „გონიო“ 4:0
სერიის ბოლო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა „გონიოს“ დამაჯერებელი ანგარიშით — 4:0 — სძლია და წაუგებელი სერია კიდევ უფრო გაახანგრძლივა.
ამჟამად „ლოკომოტივი“ მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება. 27 აგვისტოს ჩვენი გუნდი „დინამო 2“-ს დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.