კახა კახაბრიშვილი - უმაღლესი მიზნებისთვის ამბიციურ გუნდში

კახა კახაბრიშვილი - უმაღლესი მიზნებისთვის ამბიციურ გუნდში
08/01/2021

კახა კახაბრიშვილი - უმაღლესი მიზნებისთვის ამბიციურ გუნდში

ლოკომოტივის ახალწვეულმა - კახა კახაბრიშვილმა, გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. 27 წლის ნახევარმცველი, თბილისურ კლუბში საჩხერის ჩიხურადან გადმოვიდა.

 

პირველი ვარჯიშის შემდეგ, კახას ჩვენი ვებ-გვერდისთვის მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით და მის პირველ შთაბეჭდილებებზე ვკითხეთ:

 

კახა კახაბრიშვილი: „ძალიან მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ ლოკომოტივში მოვხვდი. გამორჩეული და მებრძოლი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის და განვითარებისთვის, სწორი ნაბიჯი გადავდგი.“

  - რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ლოკომოტივში გადმოსვლა გადაგაწყვეტინა?

  - გულახდილად გეტყვით, პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი. მინდოდა მასთან მუშაობა. რა თქმა უნდა, გასულ სეზონში, ლოკო გამორჩეული იყო ევროთასებზე მოასპარეზე გუნდებს შორის და ჩემს გადაწყვეტილებაზე, ამანაც დიდი გავლენა იქონია. ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ ბიჭებს ეროვნული ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში და წელს, ევროტურნირზე ვერ ვითამაშებთ.

 

  - როგორ ფიქრობ, რა ამბიცია შეიძლება ჰქონდეს ლოკომოტივს ახალ სეზონში?

 

 - მხოლოდ უმაღლესი მიზნები. ლოკომოტივი ამბიციური გუნდია და პირველ შეხვედრაზე, სწორედ, ამაზე ვისაუბრეთ მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა; მინიმუმ - სამეული. ჩემი აზრით, ამ გუნდს ეს შეუძლია. მე კი, ბოლომდე დავიხარჯები, რომ წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო.

more news