ფლეი-ოფის პირველი მატჩი მოვიგეთ
11/12/2025
ფლეი-ოფის პირველი მატჩი მოვიგეთ
ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში არაგვი სტუმრად 2:3 დავამარცხეთ. საპასუხო მატჩი 15 დეკემბერს საგურამოში გაიმართება.
არაგვი მე-6 წუთზე გურამ ლუკავას გოლით დაწინაურდა. 34-ე წუთზე ანგარიში გავათანაბრეთ, ლაშა კალანდაძის პასის შემდეგ დენის ამოაკომ გაიტანა. 72-ე წუთზე ლუკა კეკელიძემ ზუსტად შესრულებული პენალტით დაგვაწინაურა, 84-ე წუთზე ლუკავამ წონასწორობა აღადგინა. 89-ე წუთზე ცვლილებაზე ანდრია ვიბლიანი გამოვიდა და 15 წამში გამარჯვების გოლი გაიტანა.