ქულა ჩემპიონებთან საგურამოში.

ქულა ჩემპიონებთან საგურამოში.
30/08/2022

ქულა ჩემპიონებთან საგურამოში.

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის 23-ე ტურში, საგურამოში ბათუმის დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა.

 

პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა თუმცა ბევრი მომენტი არცერთ გუნდს არ შეუქმნია. მეორე ნახევრის სტარტზე ლოკო გააქტიურდა. ბათუმის დინამოს საჯარიმოში ანდრო გიორგაძის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა და თერთმეტმეტრიანი. ძებნიაურმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა იდეალურად შეასრულა და ლოკო დაწიანაურდა. 

 

გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმის დინამო მეტად გააქტიურდა თუმცა ლოკომოტივის კონტრშეტევები საკმაოდ მწვავე იყო, ლოკოს რამდენჯერმე შეეძლო გატანა. 87-ე წუთზე, სტუმრებმა მაინც შეძლებს ანგარიშის გათანაბრება. საბოლოოდ ფრე, 1:1 

more news