მძიმე მარცხი დინამო არენაზე
![მძიმე მარცხი დინამო არენაზე](http://fcloco.ge/!img/upcoming-match/304348001_5623275774418670_2016514548794759163_n.jpg?type=header)
04/09/2022
მძიმე მარცხი დინამო არენაზე
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, ლოკომოტივი სტუმრად, დინამო არენაზე, დინამო თბილისს დაუპირისპირდა. მატჩი პირველივე წუთებიდან მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც მალევე ანგარიშშიც აისახა.
პირველ ტაიმში უკვე 4:0 იყო. ყოფილმა ლოკომოტიველმა ულად-ომარ იმრანმა დუბლი გაიფორმა, მერე კი - სტანისლავ ბილენკიმაც იგივე გაიმეორა. მეორე ნახევარში გიორგი გაბედავას გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 5:0.